Your cart is currently empty!
ᲐᲗᲘ ᲠᲐᲛ ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ბენგალური კატა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და უნიკალური ჯიშის კატაა, და როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არ ჰგვანან სხვა შინაურ ცხოველებს, თქვენ ეს სერიოზულად უნდა მიიღოთ.
ბენგალური კატა შედარებით ახალგაზრდა ჯიშია. იგი საკმაოდ სასურველი სახეობაა ბევრი კატის მოყვარულისთვის და მისი მფლობელობისკენაც ადამიანების დიდი ნაწილი ისწრაფვის. თუმცა, ბენგალური კატა სრულებით არ არის ისეთი შინაური ცხოველი, რომელიც მსუბუქად ან მერყეობით უნდა აირჩიოთ, რადგან იგი არავითარ შემთხვევაში არ არის ყველასთვის შესაფერისი. თუ თქვენ ბენგალური კატის შეძენას აპირებთ, არის ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ჯიშის შესახებ უნდა იცოდეთ, სანამ მის ყიდვას გადაწყვეტთ.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲕᲔᲚᲣᲠᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐ
პირველი, რაც ბენგალური კატების შესახებ უნდა იცოდეთ არის ის, რომ მათი ბოლო წინაპრები გარეულ კატებს მოიცავს. ეს სახეობა განვითარდა სხვადასხვა საგვარეულო ჯიშის ჩვეულებრივი შინაური კატების შეჯვარების შედეგად პატარა ველური კატის ჯიშის, აზიური ლეოპარდის კატასთან.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ბენგალურ კატებს ბევრი თაობა აქვთ მოშორებული ერთი ველური და ერთი შინაური კატის თავდაპირველი წინაპრებისგან, ამ ველური წინაპრებისგან წარმომავლობა ვლინდება როგორც ბენგალის ტემპერამენტში, ასევე გარეგნობაში.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲘᲡ ᲙᲐᲢᲔᲑᲘ ᲐᲦᲬᲔᲠᲘᲚᲘᲐ “F” ᲗᲐᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ
თუ ნანახი გაქვთ ბენგალური კატების რეკლამები, აუცილებლად შეგხვდებოდათ “F” აღნიშვნები, რომლებიც იმის გასარკვევად გამოიყენება, თუ რამდენი თაობა ბენგალური კატაა ამოღებული მათი უახლესი ველური წინაპრისგან.
ასე რომ, F1 ბენგალურ კატას ჰყავს ერთი გარეული და ერთი შინაური მშობელი, F2-ს ჰყავს გარეული ბებია და ბაბუა და ა.შ. ისეთი ბენგალური კატები, რომლებიც უფრო ახლოს არიან ველურ წინაპრებთან, ვიდრე F4, დღეს ძალიან იშვიათია, მეტიც, ამ სახეობის უმეტესობას აქვს მოცილების გაცილებით მაღალი ხარისხი, რადგან ჯიშის პოპულაცია ახლა საკმარისად დიდი და სტაბილურია.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲔᲗᲨᲘ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲞᲝᲞᲣᲚᲐᲠᲣᲚᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲯᲘᲨᲘᲐ
ბენგალური კატა მესამე ყველაზე პოპულარული კატის ჯიშია დიდ ბრიტანეთში, და მიუხედავად იმისა, რომ შინაური ჯიშები ყველა ჯიშის მემკვიდრეობას აჭარბებს, ეს მაინც მიუთითებს მათი ზოგადი პოპულარობის ძალიან მაღალ დონეზე.
გარდა ამისა, როდესაც ბენგალური კატები ნაკლებად გავრცელებული და პოპულარულები იყვნენ მათი საშუალო მოთხოვნადი ფასი უმრავლესობისთვის ძალიან ძვირი იყო, თუმცა დღეს მათი საშუალო ფასები უფრო ემთხვევა სხვა საგვარეულო კატების ჯიშის მოთხოვნას.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠ ᲙᲐᲢᲐᲡ ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲔᲬᲕᲘ ᲐᲥᲕᲡ
ბენგალური კატის ბეწვი მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია. ამ კატებში მრავალ განსხვავებულ და ძალიან ლამაზ ფერისა თუ მოხატულობების კომბინაციებს შევხვდებით, მათ შორის როზეტის ნიმუშს, რომელიც კატებიდან მხოლოდ და მხოლოდ ბენგალური კატის ჯიშში გვხვდება.
მათ ბეწვს, ასევე, აქვს უჩვეულო ტექსტურა. იგი არის საოცრად გლუვი და აბრეშუმისებრი, ამავდროულად, ბანგალური კატების ბეწვი არაჩვეულებრივად ბზინავს.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠ ᲙᲐᲢᲔᲑᲡ ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲢᲔᲛᲞᲔᲠᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲐᲥᲕᲗ
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კატა ინდივიდუალურია, ბენგალური კატის ტემპერამენტის აღწერა ძალიან რთულია, მაგრამ როგორც ჯიში, ის ძალიან განსხვავდება კატის სხვა სახეობებისგან. ბენგალური კატები ერთდროულად შეიძლება ძალიან მომთხოვნი იყვნენ თავიანთი მფლობელების მიმართ და მუდმივი ყურადღება სურდეთ, მაგრამ ისინი, ასევე, ძალიან დამოუკიდებლები არიან და ყველაფერი თავისებურად და საკუთარი პირობებით უნდათ. ისინი, როგორც წესი, არიან აქტიურები, დამოუკიდებლები, კარგი მონადირეები და საკმაოდ გაბედულები. ზოგიერთი ადამიანი ბენგალური კატების ამ თვისებებს ძალიან აფასებს, მაგრამ სხვებისთვის ეს შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠ ᲙᲐᲢᲔᲑᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐᲗ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲕᲝᲙᲐᲚᲣᲠᲔᲑᲘ ᲘᲧᲕᲜᲔᲜ
ბენგალურ კატებს ხმამაღალი, გამორჩეული და გამჭოლი ხმები აქვთ, რომლებიც ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ “მიაუს”. ის, გარკვეულწილად, სიამის კატის ხმას ჰგავს, თუმცა ბენგალების ხმა ბევრად უფრო მაღალია, რომლის იგნორირებაც რთულია.
ბენგალური კატები, როგორც წესი, ძალიან ვოკალურები არიან და ზოგიერთი მათგანი თითქმის მუდმივად ლაპარაკობს, ხოლო თუ ბენგალური კატა რაღაცით უკმაყოფილოა, ყველა ახლომახლოს მყოფი აუცილებლად გაიგებს ამის შესახებ ყველაფერს დეტალურად და ვრცლად.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲐᲠᲐᲚᲔᲒᲐᲚᲣᲠᲘᲐ ᲐᲨᲨ-Ს ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗ ᲨᲢᲐᲢᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲕᲡᲢᲠᲐᲚᲘᲐᲨᲘ
ყველა თაობის ბენგალური კატა არალეგალურია აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მათ შორის ნიუ – იორკსა და ჰავაიში. ეს ჯიში არალეგალურად ითვლება ავსტრალიაშიც. ამ ადგილებში ყველა ველური კატის ჰიბრიდების ყოლა აკრძალულია.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲓᲘᲓᲘᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲗᲐᲜ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲗ
ბენგალური კატა, როგორც წესი, საკმაოდ მსხვილი, მაღალი, გრძელი და კუნთიანია. მამრი საშუალოდ, დაახლოებით, 8 კგ-მდე იწონის, ხოლო მდედრი ოდნავ უფრო ნაკლებს.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠ ᲙᲐᲢᲐᲡ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲘᲗᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ ᲰᲥᲝᲜᲓᲔᲡ
არსებობს მთელი რიგი მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ბენგალური ჯიშის კატას აღმოაჩნდეს. ამის გამო მნიშვნელოვანია კნუტის არჩევა ისეთი სელექციონერისგან, რომელიც შესაბამის წინასწარი გამრავლების ჯანმრთელობის ტესტებს ატარებს მის მშობელ ჯიშზე.
თუმცა, არსებობს დაავადებები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა და მათი აცილება შეუძლებელია. ამის მაგალითია გულის პრობლემა, რომელსაც ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ეწოდება.
სანამ ბენგალური კატის ყიდვას დააპირებთ, სიღრმისეულად გამოიკვლიეთ მისი ჯანმრთელობა.
ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲐᲠᲪ ᲗᲣ ᲘᲡᲔ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘᲐ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲑᲔᲓᲐ ᲛᲤᲚᲝᲑᲔᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ბენგალური კატა შეიძლება რთული მოსავლელი იყოს, შესაბამისად, ის არ არის კარგი არჩევანი, თუ თქვენ შედარებით მშვიდ და დაბალი მოვლის საჭიროებების მქონე შინაურ ცხოველს ეძებთ. მაშინაც კი, თუ ადრე სხვა ტიპის კატა გყავდათ, ბენგალური კატები თავიანთ კლასში არიან, ასე რომ ეს გაითვალისწინეთ.
ბენგალური კატა კომპლექსური ჯიშია, რომელიც არ არის კარგი არჩევანი დამწყებებისთვის, ამავდროულად, კატის პირველად მფლობელს, შეიძლება გარკვეული წარმოდგენა და მოლოდინები ჰქონდეს კატის ყოლასთან დაკავშირებით, თუმცა ბენგალურმა კატამ შეიძლება ვერ გაამათლოს ეს მოლოდინები. ამიტომ სანამ კატის ამ სახეობის აყვანას გადაწყვეტთ, ჩაატარეთ კვლევები და დაადგინეთ შეეფერება თუ არა ბენგალური კატა თქვენი ცხოვრების წესსა და თქვენს ხასიათს.
Leave a Reply