ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲬᲚᲔᲑᲨᲘ

  ჩვენი კატა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ყველანაირ ასაკში გვიყვარს. დროთა განმავლობაში, შინაური ცხოველების პატრონები ვსწავლობთ, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს კატებზე პატარაობიდან ხანდაზმულ ასაკამდე, ვიგებთ ყველა ასპექტს სტერილიზაციის, ბანაობის, ვაქცინების, წონის მენეჯმენტისა და საკვების პრეფერენციების შესახებ. სწორედ ამ პროცესების განმავლობაში ვხვდებით, რომ არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, რომელსაც კატები გადიან, რაც საჭიროებს მათზე ზრუნვას ახალი გზებით. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია უფრო მარტივად გავიგოთ ჩვენი კატების განვითარება, როდესაც ზოგადი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ, თუ რა არის მათი ასაკი ადამიანის წლებთან მიმართებაში.

ᲒᲐᲓᲐᲘᲧᲕᲐᲜᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲡᲐᲙᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲬᲚᲔᲑᲨᲘ

  არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც კატის მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოთვალონ თავიანთი შინაური ცხოველის ასაკი, ხოლო ერთ–ერთი მეთოდი მოიცავს საშუალო მაჩვენებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარების ეტაპები ყველა კატაში განსხვავდება. ზოგიერთი სუფთა ჯიშის კატა, როგორიცაა მეინ კუნი, ბევრად უფრო ნელა მწიფდება, ვიდრე სხვა სახეობები და სრულ განვითარებას არ აღწევს სამ ან ოთხ წლამდე. ადამიანების მსგავსად, კატების დაბერება დამოკიდებულია გენეტიკაზე, დიეტაზე, ვარჯიშზე, გრუმინგსა და ვეტერინარულ მოვლაზე. მაგალითად, კნუტი შეიძლება იყოს ექვსი ან შვიდი კვირის, მაგრამ ფიზიკურად ბევრად უფრო უსწრებდეს იმავე ასაკის ადამიანს. ამიტომ თქვენ შეგიძიათ თქვენი კატის წლოვანება ასე გამთვალოთ:

  • პირველ რიგში, თქვენი კატის ცხოვრების პირველი წელი ჩათვალეთ, როგორც 15 ადამიანის წელი. 
  • შემდეგ მეორე წელს დაამატეთ 9 წელი. მაგალითად, 2 წლის კატა ადამიანურ წლებში, დაახლოებით, იქნება 24 წლის. 
  • შემდეგ თქვენი კატის ცხოვრების ყოველი მომდევნო წლისთვის დაამატეთ 4 ადამიანის წელი.

ᲐᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲑᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

  ადამიანურ წლებში თქვენი კატის ასაკის გამოთვლისას მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი კატის ასაკზე ადამიანის ასაკთან მიმართებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ასპეტებს, როგორებიცაა გენეტიკა, დიეტა, გარემო და ფიზიკური და სამედიცინო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ გქონდეთ თქვენი კატის გენეტიკაზე ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ სხვა ფაქტორების კონტროლი, რომლებიც გავლენას ახდენენ კატის დაბერების პროცესზე. მაგალითად, თუ თქვენ გყავთ ზრდასრული კატა, შეგიძლიათ იგი უზრუნველყოთ სპეციალური საჭიროებებით ყოველკვირეული ფიზიკური ვარჯიშის, ბეწვის დავარცხნის, კბილების ყოველდღიური გახეხვისა და სათანადო კვების სახით.

  თუმცა, თუ გყავთ კნუტი, პირველი რვა კვირის განმავლობაში შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ განვითარების ძირითად ეტაპებს. პირველ კვირას თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი კნუტი დაიბადა დახუჭული თვალებითა და დაკეცილი ყურებით. დაახლოებით მესამე დღეს უნდა ელოდოთ ჭიპლარის ჩამოვარდნას. შვიდი დღის შემდეგ კნუტის წონა გაორმაგდება. დარწმუნდით, რომ მეორე კვირაში თქვენი კნუტის თვალები ღიაა და სარძევე კბილების ფორმირება დაიწყო. მესამე კვირაში ყურები წვეტიანი ხდება და კნუტი დაიწყებს გარემოს შესწავლას. მეოთხე კვირას თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ კიდევ რამდენიმე კბილის ამოსვლას და უკეთეს სმენას. მეხუთედან მერვე კვირამდე, სავარაუდოდ, თქვენი კნუტი სრულად დაინახავს, შეეცადეთ მას მისცეთ მყარი საკვები. ამ დროის განმავლობაში თქვენ უნდა მოემზადოთ თქვენი კნუტის პირველი ვაქცინაციისთვის.

ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲘᲜᲓᲘᲙᲐᲢᲝᲠᲔᲑᲘ

  თქვენი კატის ასაკის განსაზღვრა, როგორც წესი, არ არის პრობლემა, თუ კნუტი დაბადებიდან გყავთ. თუმცა, თუ იგი ქუჩიდან აიყვანეთ, მის ასაკზე ვერ იქნებით დარწმუნებულები. პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის კბილების დათვალიერება. მაგალითად, თუ ხედავთ სარძევე კბილებს, ეს სავარაუდოდ კნუტია. თუმცა, თუ შეამჩნევთ, რომ კბილებს ფერი აქვს შეცვლილი, სავარაუდოა, რომ თქვენი კატა არის ზრდასრული.

  თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ სქესობრივი სიმწიფის დამატებითი ნიშნები. თუ მამალ კატას უჩანს სათესლე ჯირკვლები, ის სავარაუდოდ 5 თვის ასაკშია და განიცდის პუბერტაციას. მდედრი კატები დაახლოებით ამ ასაკში განიცდიან სიცხეს, რომლის დანახვასაც აუცილებლად შეძლებთ. ასევე, მოძებნეთ სხვა ნიშნები, როგორიცაა ბეწვისა და თვალების განვითარება.

ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲘᲪᲝᲪᲮᲚᲝᲡ ᲨᲔᲜᲛᲐ ᲙᲐᲢᲐᲛ

  ექვს თვემდე თქვენი შინაური ცხოველი კნუტად ითვლება. შემდეგ ის ორ წლამდე უმცროს ასაკშია. დაახლოებით სამიდან ექვს წლამდე, თქვენი კატა გადადის განვითარების პირველ წლებში, სანამ მომწიფებულ ასაკში გადავა, რომელიც, დაახლოებით, შვიდიდან 10 წლამდე გრძელდება. როდესაც თქვენი კატა საბოლოოდ მიაღწევს თავის ზრდასრულ ასაკს (11-დან 14 წლამდე), მოვლა უფრო და უფრო მკვეთრად იცვლება. სინამდვილეში, თქვენი კატის ცხოვრება უფრო მეტად იცვლება გერიატრიულ სტადიაზე, როდესაც იგი 15 წელს აღწევს.

  სწორი ცხროვრების წესიდან გამომდინარე თქვენს კატას შეუძლია დიდხანს იცოცხლოს. მაგალითად, გასათვალისწინებელია თქვენი კატა სახლის არის თუ ეზოსი. ზოგიერთი ეზოს კატა, დაახლოებით, ოთხიდან ხუთ წლამდე ცხოვრობს, ხოლო სახლის კატების უმეტესობა 13-დან 17 წლამდე ცხოვრობს. ამის მიუხედავად, არ არის უჩვეულო, რომ შიდა კატამ 20 წლამდე იცოცხლოს. თუმცა, თუ თქვენი კატა ჭარბწონიანია, ის სავარაუდოდ 12-დან 15 წლამდე იცოცხლებს.